საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე ერთა ლიგაზე დასკვნით შეხვედრას ხვალ, ჩვენი დროით 23:45-ზე ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩამდე ჟურნალისტებს შეხვდა და პრესკონფერენცია გამართა ვილი სანიოლმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩეხეთთან თამაშებმა საქართველოს მაღალი დონის ფიზმომზადების მნიშვნელობა დაანახა.
ჩეხეთის წინააღმდეგ ჩატარებულმა მატჩებმა დაგვანახა, რომ ფიზიკურად კიდევ უფრო კარგად უნდა ვიყოთ მომზადებულები. ევროს ჯგუფში თამაშისას მეტოქე გაცილებით აგრესიული იყო, მეორე თამაშში კი ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით, თუმცა ისინი მომენტებს მაინც ქმნიდნენ. ხვალ ასე არ იქნება. ეს ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ.
- თქვა სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ისტორიაში 2-ჯერ შეხვდა და მეტოქეს ჩვენთან მოგება არ აქვს. პირველად მათ ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე გადავეყარეთ და ფრედ, 1:1 ვითამაშეთ, მეორედ კი მიმდინარე ერთა ლიგაზე შევხვდით, სადაც საქართველომ 4:1 იმარჯვა.