სანიოლი: "ეს კომპონენტი იმის მაჩვენებელია, რამდენად კარგად ვითარდება ჩვენი გუნდი" » სპორტის ხაზი

სანიოლი: "ეს კომპონენტი იმის მაჩვენებელია, რამდენად კარგად ვითარდება ჩვენი გუნდი"

სანიოლი: "ეს კომპონენტი იმის მაჩვენებელია, რამდენად კარგად ვითარდება ჩვენი გუნდი"
17-11-2024, 11:35
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო საშინაო მატჩი გამართა. უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ბათუმში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი ჯვაროსანთა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმაც გააკეთა.

"5 წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში ასპარეზობდა, ახლა კი, B ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, შანსი გვაქვს A ლიგაში დავწინაურდეთ. ეს იმის მაჩვენებელია, რამდენად კარგად ვითარდება ჩვენი გუნდი. ერთა ლიგა ახალი ტურნირია, მაგრამ უფრო დიდი ისტორიაც რომ ჰქონდეს, სავარაუდოდ არ იარსებებდა გუნდი, რომელიც ასეთ მცირე დროში რამდენიმე საფეხურით დაწინაურდებოდა.

რა თქმა უნდა, გვაქვს პირველობის ამბიცია, თუმცა, მთავარი ჩვენი დადებითი განვითარებაა, რაც ნიშნავს, რომ სამუშაო კარგად სრულდება და სწორ გზაზე ვართ. რა თქმა უნდა, ოლომოუცში, ჩეხეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ამბიციით წავალთ
", - განაცხადა სანიოლმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი