მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა პატრიკ ევრამ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში არსენალს დასცინა.
"არსენალის გულშემატკივრობა ნეთფლიქსის ყურებას ჰგავს - ყოველთვის შემდეგ სეზონს ელოდები", - განაცხადა ევრამ.
ცნობისთვის, ბოლოს მეთოფეებმა პრემიერ ლიგის ჩემპიონობა 2003/04 წლებში იზეიმეს და მას შემდეგ ტიტულის მოლოდინში არიან.