როგორც იცით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ბარსელონაში მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც ჟოან ლაპორტამ რამდენიმე დღის წინ ვოიცეხ შესნი გაიფორმა.
შესნის კარიერა დამთავრებული სულ ახლახანს ჰქონდა, თუმცა პოლონელმა მეკარემ ბარსაში თამაშზე უარი არ თქვა და კლუბთან კონტრაქტი დადო.
გავრცელებული ცნობებით, შესნი მხოლოდ ამ სეზონში დაეხმარება ბლაუგრანას, შემდეგ კი ბარგს ჩაალაგებს და გუნდიდან წავა.
ესპანურ მედიაში წერენ, რომ ვოიცეხი ხანგრძლივი პროექტის ნაწილად არ მოუყვანიათ და მას მხოლოდ ამ სეზონში დაევალება ბარსას კარის მშრალად შენახვა.