გერმანიის თასის 1/16 ფინალში მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად "მაინცი", 4:0, გაანადგურა და 1/8 ფინალის საგზურიც ნერვიულობის გარეშე მოინიშნა.
ოთხივე გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გავიდა - ჰეთ-ტრიკით შეასრულა მუსიალამ, ხოლო მეოთხე გოლი სანეს ანგარიშზეა.
ჰარი კეინმა, რომელმაც მოედანზე მხოლოდ 1 ტაიმი ჩაატარა, ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.