საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა 2024 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოვების ცერემონია.
ჟურნალ France Football-ის ვერსიით, 2023-24 წლების სეზონის იოჰან კრუიფის სახელობის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო კარლო ანჩელოტის გადაეცა, რომელმაც მადრიდის "რეალთან" ერთად, გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის, ესპანეთის სუპერთასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.