ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში რეალ მადრიდმა ბარსელონას უმასპინძლა და 0:4 განადგურდა.
სტუმართა გუნდიდან გოლით თავი 17 წლის ლამინე იამალმაც გამოიჩინა, რომელმაც მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარიც გააკეთა.
"გვჯერა, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვართ - ამბობდნენ, მხოლოდ საშუალო დონის გუნდებს ვუგებდით, ახლა კი დავამტკიცეთ, რომ ძლიერების დამარცხებაც შეგვიძლია, მეტიც, დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია", - განაცხადა იამალმა.