საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 25 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩს გამართავს.
ირის ანტმანის გუნდი, მიხეილ მესხი 2-ზე ირლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა.
ირლანდიასთან პლეი-ოფის პირველ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო თეონა ბაქრაძე და ნინო ბუხრიკიძე გამოტოვებენ.
საქართველო - ირლანდიის შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
nakrebi.ge