ქალთა ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო - წინ ირლანდიასთან ორი დაპირისპირებაა » სპორტის ხაზი

ქალთა ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო - წინ ირლანდიასთან ორი დაპირისპირებაა

ქალთა ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო - წინ ირლანდიასთან ორი დაპირისპირებაა
19-10-2024, 02:37
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებისთვის ემზადება.

ირის ანტმანის გუნდი ირლანდიასთან გასამართი ორი თამაშისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ვარჯიშობს.

მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენ გუნდში 23 ფეხბურთელია გამოძახებული.

საქართველოს და ირლანდიის ორმატჩიანი პლეიოფი 25 და 29 ოქტომბერს გაიმართება. პირველი მატჩი თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე შედგება. წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე სლოვაკეთისა და უელსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი