რევანში შედგა - ბარსელონამ ლიგაზე ბაიერნი გაანადგურა » სპორტის ხაზი

რევანში შედგა - ბარსელონამ ლიგაზე ბაიერნი გაანადგურა

რევანში შედგა - ბარსელონამ ლიგაზე ბაიერნი გაანადგურა
24-10-2024, 00:57
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბარსელონასა და ბაიერნის ჩემპიონთალიგური შეხვედრა, რომელიც ფლიკის გუნდმა 4:1 მოიგო.

ბარსამ გოლი პირველივე წუთზე გაიტანა, რომლის ავტორიც რაფინია გახდა, თუმცა გასათანაბრებლად ბევრი არც ბაიერნს დასჭირდა (კეინი, 18წთ).

მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა გაცილებით ეფექტიანად ითამაშეს და მატჩის სხვადასხვა მონაკვეთში მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. რაც შეეხება საუკეთესოს, ის რაფინია გახდა, რომელმაც ჰეთ-ტრიკი შეასრულა.

ამ მომენტისთვის ბარსელონას 6 ქულისთვის აქვს თავი მოყრილი, კომპანის გუნდს კი მხოლოდ 3 აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი