UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ილია თოფურიას და მაქს ჰოლოუეის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.
"თოფურიას და ჰოლოუეის ბრძოლა საშინელი დაპირისპირებაა, რადგან როცა ორივე ბიჭი მოგწონს და მათგან ერთ-ერთი უნდა დამარცხდეს, ძალიან ცუდი განცდაა.
მაქსი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი და ძალიან კარგი ბიჭია, ამასთან ერთად მას BMF ქამარიაქვს. რაც შეეხება თოფურიას, ილია ნამდვილი როკ ვარსკვლავია.
მთლიანობაში საინტერესო ბრძოლა გველოდება და საშინელებაა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა უნდა წააგოს, სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს მოველენები როგორ განვითარდება", - განაცხადა დანამ.
შეგახსენებთ, ზემოთხსენებული ბრძოლა 26 ოქტომბერს აბუ დაბიში გაიმართება.