შერმადინის 'ტენერიფე' არ ჩერდება - გიორგის მორიგი პროდუქტიული შეხვედრა » სპორტის ხაზი

შერმადინის 'ტენერიფე' არ ჩერდება - გიორგის მორიგი პროდუქტიული შეხვედრა

შერმადინის 'ტენერიფე' არ ჩერდება - გიორგის მორიგი პროდუქტიული შეხვედრა
20-11-2022, 12:15
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში 'ტენერიფემ' ერთ-ერთ ამბიციურ გუნდ 'ვალენსიას' უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით – 94:74 იმარჯვა.

გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველ კალათბურთელს, გიორგი შერმადინს, რომელიც მატჩის მსვლელობისას პარკეტზე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და არასრულ 25 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 33 წლის სპორტსმენმა 13-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი ასპროცენტიანი იყო: 5-დან 5.

შერმადინის 'ტენერიფე' არ ჩერდება - გიორგის მორიგი პროდუქტიული შეხვედრა

მორიგი პროდუქტიული შეხვედრა შერმადინისგან

'ტენერიფეს' რიგებში საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა და 7 პასი მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 30 შეადგინა, შერმადინის ანალოგიური მაჩვენებელი კი 22 გახლდათ.

'ტენერიფემ' სეზონში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და ლიგის ლიდერია. გიორგი შერმადინის გუნდის მომდევნო მეტოქე 'ბრეოგანი' იქნება, რომელიც ამჟამად მე-7 ადგილზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი