ლობჟანიძე ამერიკაში დაფრინავს - რატომ არ გამოიძახა სანიოლმა საბა ნაკრებში? » სპორტის ხაზი

ლობჟანიძე ამერიკაში დაფრინავს - რატომ არ გამოიძახა სანიოლმა საბა ნაკრებში?

ლობჟანიძე ამერიკაში დაფრინავს - რატომ არ გამოიძახა სანიოლმა საბა ნაკრებში?
20-10-2024, 20:39
Aa Aa
გაზიარება:

MLS-ის სეზონის ბოლო შეხვედრაში საბა ლობჟანიძის ატლანტა იუნაიტედი ორლანდოს ესტუმრა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა, ერთი გოლი კი ქართველმა ფეხბურთელმაც მიითვალა.

29 წლის ფეხბურთელმა მთლიანობაში ატლანტასთან ერთად შიდა ჩემპიონატში 30 შეხვედრა გამართა, რა დროშიც საბამ მონაწილეობა 15 საგოლე მოქმედებაში მიიღო, - 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემა.

მიუხედავად იმისა, რომ ლობჟანიძეს სანიოლი მუდმივად ეძახდა, ბოლო სანაკრებო მატჩებისთვის ვილიმ ქართველ ვინგერს აღარ უხმო, არადა, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი შემტევებიდან საბას ერთ-ერთი ყველაზე კარგი სათამაშო ფორმა და პრაქტიკა აქვს.

იმის გათვალისწინებით, რომ საბას მრავალმხრივად შეუძლია ნაკრებში დატვირთვა და ალბანეთთან სწორედ მრავალფეროვნება დაგვაკლდა, ალოგიკური სულაც არ ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ სანიოლმა მისი დატოვებით შეცდომა დაუშვა.

ლობჟანიძე არის ფეხბურთელი, რომელსაც განაპირა ვინგერადაც შეუძლია თამაში და ფლანგის სრულფასოვნად ჩაბარებაც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისით კაკაბაძის ჩანაცვლება ნაკრებისთვის ახალ ალტერნატივას ქმნის. ლობჟანიძე მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში გაცილებით დიდ საფრთხეს შეიტანდა, ვიდრე ამპლუით მცველი კაკაბაძე, რომელსაც ბოლო თამაშებში ისედაც დიდი კრიტიკა ხვდა წილად.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი