ისევ წინ გასაჭრელად - ბარსელონა ლა ლიგაში სევილიას უმასპინძლებს » სპორტის ხაზი

ისევ წინ გასაჭრელად - ბარსელონა ლა ლიგაში სევილიას უმასპინძლებს

ისევ წინ გასაჭრელად - ბარსელონა ლა ლიგაში სევილიას უმასპინძლებს
20-10-2024, 17:58
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ჩემპიონატის რიგით მე-10 ტურში ჰანსი ფლიკის ბარსელონა სევილიას უმასპინძლებს და პირველი ადგილის გამყარებას შეეცდება.

მადრიდის რეალმა გუშინდელი შეხვედრა სელტასთან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 მოიგო და ბარსას ქულებით გაუთანაბრდა, ახლა კი გერმანელი სპეციალისტის გუნდი კვლავ წინ გაჭრისთვის ითამაშებს.

დიდი მოლოდინებით ხვდებიან ბარსას ქომაგები სევილიასთან შეხვედრას, რადგან კატალონიელებს ერთბაშად დანი ოლმო, ფრენკი დე იონგი, პაბლო გავი, ფერმინ ლოპესი და ლამინ იამალი დაუბრუნდებათ.

ამ მომენტისთვის ბლაუგრანა პირველ ადგილს 24 ქულით იკავებს, სევილიელები კი მე-12 ადგილზე ამდენივე ქულით არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი