საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ვალენსიას ყოფილმა მცველმა, ადილ რამიმ მესისა და რონალდუს შედარებაზე ისაუბრა.
მე ძალიან მიყვარს რონალდუც და ძალიან მიყვარს მესიც, მაგრამ მათი შედარება არ შეიძლება. ბარსელონას წინააღმდეგ მთელი ჯარით ვიკრიბებოდით რომ მესი როგორმე გაგვეჩერებინა.
ვთამაშობდი ინიესტას, ხავის, ბუსკეტსის წინააღმდეგ და ასე არ დავღლილვარ როგორც მესის წინააღმდეგ ვიღლებოდი.
როდესაც მესი ბურთს მიიღებდა და შენსკენ მოდიოდა ხელები მაღლა უნდა აღეპყრო და ღმერთო დამიფარე გეძახებია, სხვა მხრივ მისი გაჩერება წარმოუდგენელი იყო.
- თქვა რამიმ.