34 წლის ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, კევინ სტროტმანმა, საფეხბურთო კარიერის დასრულებისა და ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულის შესახებ ფოტოს იგი საკუთარ სოციალურ ქსელში აქვეყნებს - "კარიერა დასასრულს მიუახლოვდა, მადლობა, ფეხბურთო!" - წერს ნიდერლანდელი.
სტროტმანს თავისი კარიერის მანძილზე სხვადასხვა ნიდერლანდურ, ფრანგულ და იტალიურ კლუბებში უთამაშია, ხოლო სანაკრებო კარიერაში 46 შეხვედრა ეროვნულ გუნდში და 3 გატანილი გოლი.