"უელსის დამარცხებით ბევრს დავუმტკიცეთ, რომ ცდებოდნენ" - მერაბ შარიქაძე » სპორტის ხაზი

"უელსის დამარცხებით ბევრს დავუმტკიცეთ, რომ ცდებოდნენ" - მერაბ შარიქაძე

"უელსის დამარცხებით ბევრს დავუმტკიცეთ, რომ ცდებოდნენ" - მერაბ შარიქაძე
19-11-2022, 20:10
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების უელსთან გენიალური გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ორივე გუნდის კაპიტანმა, როგორც მერაბ შარიქაძემ, ისე ჯასტინ ტიპურიკმა გააკეთა:

"დღევანდელი შეხვედრის მოგება ნამდვილი საოცრებაა, რადგან ტიერ 1-ის ნაკრები იტალიის შემდეგ ისტორიაში მეორედ დავამარცხეთ, რის გამოც ბევრს დავუმტკიცეთ, რომ ცდებოდნენ. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატი არ მოგვიგია, თუმცა ეს გასაოცარი გრძნობაა. ზოგადად, სპორტსმენისთვის დიდებული ამბავია, როდესაც ვინმეს შენს შესაძლებლობებს უმტკიცებ. უელსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ახლა კი ცვლილებების დროც მოვიდა." - მერაბ შარიქაძე.

"იმედგაცრუებულები და დამწუხრებულები ვართ. მიუხედავად ამისა, მინდა საქართველოს ნაკრები დამაჯერებელი თამაშისთვის შევაქო, განსაკუთრებით კი სტანდარტულების დროს. რასაკვირველია, მათთან წაგება ცუდია, თუმცა ქართველები შანსს დიდ ხანს უცდიდნენ და შედეგსაც მიაღწიეს. 22 მეტრიან ზონაში საქართველოს განსაკუთრებული მორაგბეები ჰყავს, რაც მათ იდეალურად გამოიყენეს. დღევანდელი წაგება ჩვენთვის სერიოზული ამბავია და ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ, რადგან საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვეთამაშებით. გვსურს, რომ ყველაფერი ავსტრალიასთან გამარჯვებით გამოვასწოროთ." - ჯასტინ ტიპურიკი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი