როგორც იცით, საქართველოს ნაკრებმა კარდიფში უელსის ნაკრები ტესტ-მატჩში 12:13 დაამარცხა და ისტორიულ შედეგს მიაღწია. ამ გუნდებს აქამდე ერთმანეთთან სამჯერ ჰქონდათ ნათამაშები, გამარჯვება კი ბორჯღალოსნებმა ისტორიაში პირველად შეძლეს.
რასაკვირველია, ჩვენი ბიჭების წარმატება შეუმჩნეველი არც მსოფლიო რაგბისთვის ყოფილა, რომლის სოციალურმა გვერდმაც გამოქვეყნებულ ქართველების ფოტოს შემდეგი წარწერა დაურთო: "ისტორიული გამარჯვება ქართული რაგბისთვის".