საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა მომავალ კლუბში არსებულ კონკურენციაზე ისაუბრა.
"როცა ლივერპულის ხელმძღვანელებთან გვქონდა საუბარი, მათი პროექტით მოხიბლული დავრჩი და ამიტომ გადავწყვიტე ამ გუნდში გადასვლა.
ვიბრძოლებ, რომ ლივერპულის ძირითადის მეკარე ვიყო იმ შემთხვევაშიც, თუ მათი ამჟამინდელი მეკარე დარჩება."
- ამბობს "მამარდა".
ქართველი კარის დარაჯი "ლივერპულს" მომავალ წელს შეუერთდება.