როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, დინამო ბათუმმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეი დემჩენკო გაათავისუფლა და ეს პოზიცია აქამდე ვაკანტური იყო.
ახლახანს, Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დინამო ბათუმმა და გიორგი ჭიაბრიშვილმა მთავარი მწვრთნელის პოსტის სტატუსზე შეთანხმებას მიაღწიეს.
მათივე ინფორმაციით, გიორგი ჭიაბრიშვილი ბათუმში ხვალ დილით გაემგზავრება.