"საქართველოს ძალა ალბანეთში უკვე ვიხილეთ" - მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მოახლოვებულ შეხვედრაზე » სპორტის ხაზი

"საქართველოს ძალა ალბანეთში უკვე ვიხილეთ" - მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მოახლოვებულ შეხვედრაზე

"საქართველოს ძალა ალბანეთში უკვე ვიხილეთ" - მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მოახლოვებულ შეხვედრაზე
14-10-2024, 01:24
Aa Aa
გაზიარება:

ალბანეთის ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "ემპოლის" მცველი, არდიან ისმაილი მოახლოებულ შეხვედრაზე, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, ალაპარაკდა.

საქართველო კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელთა ძალაც ალბანეთში ვიხილეთ. შევეცდებით, რომ მათ წინააღმდეგ უფრო კარგი მატჩი ვაჩვენოთ.

საქართველოს ნაკრები ძალიან სწრაფ და კონტრშემტევ ფეხბურთს თამაშობს, ისინი უპირატესობას 3-5-2 სათამაშო სქემას ანიჭებენ. შევეცდებით, რომ ის შეცდომები არ დავუშვათ, რომელიც საწყის მატჩში იქნა დაშვებული.

ჩვენ პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ და აქ იმისთვის ვიმყოფებით, რომ ფეხბურთი ვითამაშოთ. მატჩის ირგვლივ რა ხდება, ჰიმნზე სტვენა და ა.შ. ამას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ.


- ამბობს ალბანელი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი