VIDEO: ტოჩინოშინის მე-4 მარცხი კიუშუ ბაშოზე » სპორტის ხაზი

VIDEO: ტოჩინოშინის მე-4 მარცხი კიუშუ ბაშოზე

VIDEO: ტოჩინოშინის მე-4 მარცხი კიუშუ ბაშოზე
19-11-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

"კიუშუ ბაშოს" მე-7 დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ნიშიკუფუჯი იყო, რომელთანაც ქართველი იორიკის ილეთით დამარცხდა (იხილეთ ვიდეო)

ლევანმა ბრძოლა მარცხენა მავაშის აღებით დაიწყო, თუმცა ორმაგის უფლება მეტოქემ არ მისცა, თავად კი ორმაგი ჩავლება ჰქონდა, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა - ნიშიკუფუჯიმ ტოჩინოშინი დოჰიოდან გადაიყვანა და შეხვედრა მოიგო.

ამჟამად კიუშუ ბაშოზე გორგაძის ანგარიშზე 3 მოგება და 4 მარცხია. ტურნირის მე-8 დღეს ქართველის მეტოქე მე-6 მაეგაშირა გამოცდილი სუმოტორი რიუდენი იქნება, რომელსაც ლევანი კარიერაში 7-ჯერ დაუპირისპირდა. (2 მოგება, 5 მარცხი)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.