საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალინდელ დღეს ალბანეთს 20:00 საათზე უმასპინძლებს და ხასიათის გამოსწორებას შეეცდება.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში კვლავ პირველ ადგილზე ვართ, ეს თამაში მაინც აუცილებლად მოსაგებია, რადგან ქულებით ჩეხეთი უკვე დაგვეწია, დანარჩენ ორი ნაკრები კი 3-3 ქულის მიღმა არიან.
აღსანიშნავია, რომ ალბანეთი ერთ-ერთი ნაკრებია, რომელთანაც მოგება ძალიან გვიადვილდება. საბედნიეროდ, მათთან საშინაო კედლებში გამართული ხუთი შეხვედრიდან ხუთივე მოგებული გვაქვს!
უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ხუთი თამაშიდან საქართველოს ალბანეთთან შედარებით გასაოცარი ბურთების შეფარდების მაჩვენებელი აქვს, - 10:1!