'ის ხვიჩასთან ერთად არ ცხოვრობს, რადგან...' - რას წერს იტალიური მედია კვარაცხელიას შეყვარებულის შესახებ » სპორტის ხაზი

'ის ხვიჩასთან ერთად არ ცხოვრობს, რადგან...' - რას წერს იტალიური მედია კვარაცხელიას შეყვარებულის შესახებ

'ის ხვიჩასთან ერთად არ ცხოვრობს, რადგან...' - რას წერს იტალიური მედია კვარაცხელიას შეყვარებულის შესახებ
19-11-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო ჩემპიონატის გამო განკუთვნილი დასვენებით ისარგებლა და არდადეგებს სამშობლოში, ოჯახთან ერთად ატარებს.

ის იტალიასა და საქართველოს მატჩს თავის შეყვარებულ ნიცასთან ერთად კი დაესწრო. ხვიჩა კალათბურთს შესანიშნავად თამაშობს, ამ სპორტის დიდი გულშემატკივარია და არ გაუშვა შანსი, საკუთარ ქვეყანაში ამ სანახაობრივ შეხვედრას დასწრებოდა.

"ნაპოლიში სეზონის შესანიშნავად დაწყების შემდეგ ხვიჩა სამშობლოში დაბრუნდა, რათა ოჯახთან რამდენიმე დღე დაისვენოს." - წერს AreaNapoli.it ქართველზე.

ქართველი ვარსკვლავი 21 წლის შეყვარებულ ნიცა თავაძესთან ერთად საკალათბურთო მატჩს დაესწრო. ბევრს უჩნდება კითხვა, თუ რატომ არ ცხოვრობს წყვილი ერთად. მიზეზი კი ისაა, რომ კვარაცხელიას შეყვარებული თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს და ის ფეხბურთელთან ერთად იტალიაში არ ცხოვრობს, თუმცა 'ნაპოლის' სტადიონზე გულშემატკივრის როლში ის რამდენჯერმე შენიშნეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი