ცვლილება საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში - 'ჯვაროსნებს' სამი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი შეუერთდა » სპორტის ხაზი

ცვლილება საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში - 'ჯვაროსნებს' სამი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი შეუერთდა

ცვლილება საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში - 'ჯვაროსნებს' სამი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი შეუერთდა
19-11-2022, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე იცით, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება, მზადების პროცესში კი ამხანაგურ მატჩებს მართავს.

რამდენიმე დღის წინ ისრალეთან წაგებული 1-2 ანგარიშის შემდეგ, 'ჯვაროსნები' განწყობის გამოსწორებას უკრაინის ეროვნულ ნაკრებთან შეეცდებიან.

მატჩამდე ორი დღით ადრე კი დადასტურდა, რომ ახალგაზრდულ გუნდს ეროვნული ნაკრებიდან 3 ფეხბურთელი უკვე დაემატა: გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი წიტაიშვილი.

"უკრაინასთან მატჩამდე, ახალგაზრდულ გუნდს ეროვნული ნაკრებიდან 3 ფეხბურთელი უკვე დაემატა: გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი წიტაიშვილი."

შეგახსნებთ იმასაც, რომ რამაზ სვანაძის შეგირდები უკრაინას 21 ნოემბერს, 18:00 საათზე დაუპირისპირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი