საქართველოსა და ალბანეთის დაპირისპირება ერთა ლიგაზე 14 ოქტომბერს შედგება. მატჩს მიხეილ მესხის სახელობის არენა უმასპინძლებს.
სულ ახლახანს დადასტურდა ალბანურ მედიაში, რომ მეტოქეს ბერგამოს ატალანტას ლეგიონერი და ნაკრების კაპიტანი, ბერატ ჯიმშიტი ვერ დაეხმარება.
საქმე აქაც ტრავმას ეხება. შახტართან დაპირისპირებაში ჯიმშიტიმ საზარდულის ტრავმა მიიღო და საქართველოსთან გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ პირველი ორი თამაშიდან ორივე მოიგო და ჯგუფს 6 ქულით ერთმნიშვნელოვნად ლიდერობს.