ემპოლის მწვრთნელი: "გოგლიჩიძეს დავავალებ, რომ ნაკრებში ხვიჩას ბევრი ურტყას" » სპორტის ხაზი

ემპოლის მწვრთნელი: "გოგლიჩიძეს დავავალებ, რომ ნაკრებში ხვიჩას ბევრი ურტყას"

ემპოლის მწვრთნელი: "გოგლიჩიძეს დავავალებ, რომ ნაკრებში ხვიჩას ბევრი ურტყას"
დღეს, 11:25
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში ერთმანეთს საბა გოგლიჩიძის ემპოლი და ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ხვდებიან.

თუ როგორ აპირებს ემპოლი კვარაცხელიას შეჩერებას, ამავე გუნდის მწვრთნელმა, რობერტო დავერსამ ხუმრობით ასეთი რამ თქვა:

საბა გოგლიჩიძეს დავავალებ, რომ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე კვარაცხელიას ფეხში ბევრი ურტყას. ასე გაჩნდება შანსი, რომ მან ჩვენთან ვერ ითამაშოს.

- თქვა დავერსამ.

ცნობისთვის, ემპოლისა და ნაპოლის დაპირისპირება 20 ოქტომბერსაა ჩანიშნული, იქამდე კი საქართველო უკრაინასთან და ალბანეთთან ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი