ლევან კუტალია: 'გული დამწყდა, რომ ნაკრებში არ გამომიძახეს' » სპორტის ხაზი

ლევან კუტალია: 'გული დამწყდა, რომ ნაკრებში არ გამომიძახეს'

ლევან კუტალია: 'გული დამწყდა, რომ ნაკრებში არ გამომიძახეს'
18-11-2022, 15:15
Aa Aa
გაზიარება:

სრაელში მოთამაშე ლევან კუტალია აცხადებს, რომ მაროკოსთან ამხანაგური მატჩისთვის ნაკრებში გამოძახებასა და მწვრთნელისგან შანსის მიღებას ელოდა.

“ვიფიქრე, რომ მაროკოს წინააღმდეგ მომეცემოდა შანსი. ყველანაირად ვიმსახურებდი ახლა გამოძახებას. გული დამწყდა. ისრაელი ძალიან ძლიერი ჩემპიონატია, ევროპაზე, ჩემპიონთა ლიგაზე გადიან და იუვენტუსს, ლევერკუზენს და ასეთ დიდ გუნდებს უგებენ.

“არ ვაპირებ, ჯერჯერობით, საქართველოში დაბრუნებას. გუნდთან კონტრაქტი მაისის ბოლოს მეწურება. მიუხედავად ნაკრებში არ გამოძახებისა, ბოლომდე ვიბრძოლებს, რადგან შრომა ყოველთვის ფასდება…" – განაცხადა კუტალიამ.

ამხანაგური მატჩისთვის 'ჯვაროსნების' მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს თავდასხმაში გიორგი ბერიძე, გიორგი ქვილითაია და დავით ვოლკოვი ჰყავდა გამოძახებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი