ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ლივერპულმა საკუთარ მოედანზე ბოლონიას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
აღნიშნული გამარჯვების წყალობით, მერსესაიდული კლუბის თავკაცი არნე სლოტი კლუბის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა.
საქმე იმაშია, რომ სლოტი გახდა პირველი მწვრთნელი, ვინც ლივერპულის ისტორიაში მოახერხა და სადებიუტო ცხრა მატჩიდან რვა მოიგო.
შეგახსენებთ, 45 წლის სპეციალისტი ზემოთხსენებულ პოსტზე ამ ზაფხულს, გუნდიდან იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ დაინიშნა.