Geo Team რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს ინგლისში ეწვია და მასთან ერთად საინტერესო ვლოგი ჩაწერა.
გადაცემის მიწურულს, უოტფორდის მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ ჩაკვეტაძეზე ისაუბრა:
"უოტფორდი გიორგის მხარს ბოლომდე უჭერს. ის არის მაგალითი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მისი სიმშვიდით და პროფესიონალიზმით.
ასეთი დონის ფეხბურთელთან ერთად მუშაობა დიდი პატივია. ჩაკვეტაძეს ჩემზე უკეთესი შემტევი უნარები და დრიბლინგი აქვს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024 განსაკუთრებული გახადა, საოცარი იყო იმის ნახვა, თუ როგორ გაერთიანდა მთელი ქვეყანა ერთი გუნდის გარშემო. მადლობა ქართველ ხალხს!" - განუცხადა ტომ კლევერლიმ Geo Team-ს.