გურამ კაშიას ბრატისლავის "სლოვანმა" ჩემპიონთა ლიგის განახლებულ ფორმატში მორიგ მატჩში "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა და 0:4 განადგურდა.
მატჩში სლოვაკთა ძირითად თერთმეტეულში იყო გურამ კაშია, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაატარა და სტატისტიკურ ვებსაიტ Sofascore-სგან შეფასების სახით 6,7 ქულა დაიმსახურა.
მომდევნო საჩემპიონთალიგო საღამოზე "სლოვანი" 22 ოქტომბერს "ჟირონას" ესტუმრება.