უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა, იოზეფ საბომ თქვა, რომ მის ყოფილ გუნდს ჯგუფის მოგება მაინც შეუძლია და ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია.
რებროვის მიერ დასახელებული შემადგენლობა არ მომწონს, თუმცა თავად რებროვს ვენდობი, რადგან მან იცის თუ როგორ უნდა მიიღოს სასურველი შედეგი. საქართველოსთან თამაში იოლი არ იქნება, ისინი დიდი ტემპებით პროგრესირებენ. ვფიქრობ, მათთან უმალვე უნდა შევუტიოთ და თავგზა ავურიოთ, ეს ჩვენს გამარჯვებას შეუწყობს ხელს.
- თქვა საბომ.
სხვათა შორის, უკრაინა ჩვენთვის ჯერ კიდევ დაუმარცხებელ ნაკრებად რჩება. მათ ისტორიაში ჯამურად 9-ჯერ ვეთამაშეთ, საიდანაც 6-ჯერ დავმარცხდით, სამჯერ კი ფრე დაფიქსირდა.
აქვე გეტყვით, რომ უკრაინა საქართველოს 11 ოქტომბერს მიიღებს.