თორნიკე შენგელიამ ისევ ტრავმა მიიღო | რამდენად სერიოზულია დაზიანება? » სპორტის ხაზი

თორნიკე შენგელიამ ისევ ტრავმა მიიღო | რამდენად სერიოზულია დაზიანება?

თორნიკე შენგელიამ ისევ ტრავმა მიიღო | რამდენად სერიოზულია დაზიანება?
17-11-2022, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მცირედი დაზიანება მიიღო და სერიოზული არაფერია, თუმცა როგორც იწერება, ქართველი კალათბურთელი ევროლიგის უახლოეს შეხვედრაში ვირტუს ბოლონიას ვერ დაეხმარება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრებისა და ვირტუს ბოლონიას ფორვარდს კოჭი აწუხებს და რამდენად შეძლებს თორნიკე ვალენსიასთან თამაშს, ეს საკითხი უშუალოდ თამაშის წინ, სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ ნაკრებთან ერთად ამ შუალედში 2 შეხვედრა გამართა. პირველ ჯერზე ჩვენმა გუნდმა ისლანდია სტუმრად 88:85 დაამარცხა, ხოლო მეორე შეხვედრაში იტალიასთან თავად დავმარცხდით ანგარიშით 84:85. რასაკვირველია, ნაკრების კაპიტანი ორივე შეხვედრაში გამორჩეული იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.