როგორც უკვე იცით, მანჩესტერ სიტის ესპანელმა საყრდენმა, როდრი ერნანდესმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც ფეხბურთელი დარჩენილ სეზონს გამოტოვებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მედიაში პეპ გვარდიოლას კომენტარი გავრცელდა.
როდრის ტრავმასთან დაკავშირებით ორ ექიმს ვესაუბრე. ერთმა მითხრა, რომ დაზიანება ძალიან მძიმეა, მეორეს კი ასეთ სიმძიმეზე არაფერი უთქვამს. მოკლედ, უნდა ვნახოთ, დაველოდოთ.
მე მას ჯანსაღ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, არა სწრაფ, არამედ ჯანსაღს, რადგან ახლა მისთვის და მისი კარიერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. მთავარი ისაა, რომ როდრის მხარი დავუჭიროთ და ჩვენი თანადგომა იგრძნოს.
- თქვა პეპმა.