ამ წუთებში მიმდინარეობს ალბანეთისა და იტალიის ნაკრებთა ამხანაგური დაპირისპირება, სადაც ანგარიში 1:1-ია.
აღსანიშნავია, რომ იტალიელთა შემადგენლობაში 3 ნაპოლის ფეხბურთელია: მერეტი, რასპადორი და დი ლორენცო არიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც იტალიის სასტარტო XI-ში ვხედავთ. რაც შეეხება გოლს, ის ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა და ნეაპოლური გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ გაიტანა (იხილეთ ვიდეო).