შოტლანდიასთან კიდევ ერთი ტესტ-მატჩი | რას გეგმავს საქართველოს ნაკრები? » სპორტის ხაზი

შოტლანდიასთან კიდევ ერთი ტესტ-მატჩი | რას გეგმავს საქართველოს ნაკრები?

შოტლანდიასთან კიდევ ერთი ტესტ-მატჩი | რას გეგმავს საქართველოს ნაკრები?
16-11-2022, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წლის 8 სექტემბერს დაიწყება და 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ხოლო მისი მასპინძელი მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი საფრანგეთი იქნება.

სწორედ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება საქართველოს ნაკრებიც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ტესტ-მატჩი სამოას წინააღმდეგ გამართა და საკუთარ კედლებში 19:20 დამარცხდა.

Rugger.info წერს, რომ ბორჯღალოსნები მორიგ ტესტ-მატჩს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. ცნობისთვის, ჩვენს გუნდს შოტლანდიასთან 5 თამაში და ამდენივე წაგება აქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას უელსის წინააღმდეგ 19 ნოემბერს გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი