მოგეხსენებათ, Noche UFC-ზე მერაბ დვალიშვილმა ურთულესი მეტოქე შონ ო'მალი სოლიდური უპირატესობიდ დაამარცხა და ნანატრ ქამარსაც დაეუფლა, რაც საქართველოსთვის UFC-ში მეორე ქამარია.
აღნიშნულ ფაქტს, ამავე ორგანიზაციის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი და მერაბ დვალიშვილის ყოფილ მეტოქე, პიოტრ იანიც გამოეხმაურა.
"მერაბს ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას, მან ტიტულამდე მისასვლელად გრძელი და რთული გზა გაიარა. იმედს ვიტოვებ, რომ როცა საკუთარი ფორმის 100% მივაღწევ, მე და მერაბი კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ოქტაგონზე.
პირადად მე, შონს არასდროს ვთვლიდი ნამდვილ ჩემპიონად, რადგან აბუ დაბიში ჩემს წინააღმდეგ არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. ვფიქრობ, რომ რემატჩების სეზონი გახსნილია და ერთმანეთს მალე შევხვდებით...", - განაცხადა იანმა.
ცნობისთვის, აქამდე UFC-ის ქამარი ერთადერთ ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას ჰქონდა მოგებული, რომელმაც უძლიერესი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ტიტულის დასაცავად მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება.