იტალიის ჩემპიონატის რიგით მე-4 ტურში საბა გოგლიჩიძის ემპოლიმ ტურინის იუვენტუსს უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
ახალგაზრდა ქართველმა მცველმა შეხვედრაში მონაწილეობა თავიდან ბოლომდე მიიღო, 20 წლის გოგლიჩიძის თამაშით კი ემპოლის მწვრთნელი მოხიბლული დარჩა.
საბამ ნამდვილი ვეტერანივით ითამაშა როგორც ბოლონიასთან, ისე იუვენტუსის წინააღმდეგაც. გოგლიჩიძე ძალიან სწრაფად პროგრესირებს, თუმცა, მსურს, რომ მას პასუხისმგებლობა შესაფერისად დავაკისრო. ის საკმაოდ ახალგაზრდაა, მაგრამ მატჩებს მაღალ დონეზე ატარებს. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდებთან მეტი წინდახედულება გვმართებს, რათა მათ საკუთარ შეცდომებზე დასკვნები გამოიტანონ და მათ ხარჯზე სწავლა შეძლონ.
- თქვა რობერტო დავერსამ.
ცნობისთვის, ქართველების (გოგლიჩიძესთან ერთად ემპოლიში საბა საზონოვიც თამაშობს) ემპოლი ამ მომენტისთვის გათამაშების ცხრილის მე-7 ადგილს 6 ქულით იკავებს.