ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ GOAL-მა 2022/23 წლების პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდში მესისთან, ნეიმართან, დე ბრუინთან ერთად, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომელიც იდეალურ ფორმაშია.
GOAL-ი ქართველზე წერს : "21 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ნაპოლიმ 10 მილიონ ევროდ დაიამატა, იტალიურ კლუბში ფენომენალური პერფორმანსი აჩვენა. კლუბში, სადაც მთავარი ფიგურა მარადონაა, მას კვარადონა უწოდეს. ბევრმა ეპსპერტმა ამ ტრანსფერს სეზონის საუკეთესო ტრანსფერი უწოდა" - ვკითხულობთ სტატიაში.
GOAL-ს მიერ შედგენილი გუნდი - ბრის სამბა, კირან ტრიპიერი, კიმ მინ-ჟე, ვილიამ სალიბა, ჟოაუ კანსელუ ; კევინ დე ბრუინი, ჯამალ მუსიალა, ხვიჩა კვარაცხელია ; მესი, ნეიმარი, ერლინგ ჰოლანდი.
შეგახსნებთ იმასაც, რომ ქართველმა შემტევმა პარტენოპეის მაისურით ამ სეზონში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიიწერა.