ერთა ლიგაზე საქართველოს მომდევნო მეტოქე უკრაინის ნაკრები იქნება, რომელიც საკმაოდ ცუდ ფორმაშია და თამაშს თამაშზე აგებს.
აი, რას ამბობს ამ გუნდზე უკრაინელი ჟურნალისტი, მიხაილ სპივაკოვსკი:
მე და კიდევ სხვებმაც ვიცით ერთი ამბავი, რომელიც კარგ გუნდში არ უნდა ხდებოდეს. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ უკრაინა რუმინეთთან 3:0-ს წააგებდა, წინა ღამით ერთი ფეხბურთელი უბრალოდ ადგა და ნაკრები დატოვა, ღამე კი საკუთარ სახლში გაატარა..
ბევრ სხვა ნაკრებში ეს ამბავი დიდ სკანდალს გამოიწვევდა, თუმცა სკანდალი კი არა, ის ძირითად შემადგენლობაში დააყენეს!
- ამბობს სპივაკოვსკი.