საქართვველოს ეროვნული ნაკრები ზღაპრულ ფორმაშია. ვილი სანიოლის გუნდი თამაშს თამაშზე იგებს და ფიფას რეიტინგში წინ სინათლის სისწრაფით მიფრინავს.
ამ მომენტისთვის ეროვნული გუნდი მსოფლიოს 67-ე ადგილს იკავებს, არადა წლების წინ ასეულს მიღმაც კი ვიყავით, თუმცა ბოლო წლებში გაწეულმა მუშაობამ და გაჩენილმა ტალანტმა ნაკრები მწვერვალებისკენ უკანმოუხედავად გადაისროლა.
ალბათ, ახლა ბევრი თქვენგანი ფიქრობს, რომ ამაზე წინ არც არასდროს ვყოფილვართ, თუმცა ასე არ არის. საქართველოს ნაკრების რეკორდი მსოფლიოს 42-ე ადგილია, სადამდეც 25 პოზიცია გვიკლია.
42-ე ადგილზე 2000-იანების დამდეგს ვიყავით, საიდანაც ნაკრები 156-ე პოზიციიდან ავიდა. ახლა ისეთი ტემპი გვაქვს, რომ მინიმუმ საუკეთესო 50 ნაკრებში შესვლა არ უნდა გაგვიჭირდეს.
ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრების ბირთვი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და წარმატებები კიდევ დიდი ხნით გვაქვს გარანტირებული!