'მასთან ერთად ასეთ პრესტიჟულ ტურნირზე მარტივად გახვალ' - არველაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

'მასთან ერთად ასეთ პრესტიჟულ ტურნირზე მარტივად გახვალ' - არველაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს

'მასთან ერთად ასეთ პრესტიჟულ ტურნირზე მარტივად გახვალ' - არველაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს
15-11-2022, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ რომში, დიეგო მარადონას სახელისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო, ლეგენდების მატჩის შემდეგ, იტალიურ მედიასთან 'ნაპოლის' ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა და განაცხადა.

"კვარა ფენომენია. წარმოუდგენელი მოთამაშეა და მისით ძალიან ვამაყობ. ის ძალიან ტექნიკურია და მისი თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნოა.

კვარა ძალიან კარგი ბიჭია. ხვიჩა დიდებული ფეხბურთელია და გაიბრწყინა გუნდში, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს. ცოტა ხნის წინ, მასთან ვილაპარაკე და მითხრა, რომ კარიერაში საუკეთესო პერიოდი აქვს.

ზურგის ტკივილი ისევ აწუხებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ მოედანზე, რაც შეიძლება მალე დაბრუნდება. ქართველი ხალხისთვის ხვიჩა ძალიან ბევრს ნიშნავს, ის ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია.

ის ჩვენი ნაკრებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მის გარეშე დიდ პრობლემებს ვაწყდებით, მაგრამ მასთან ერთად, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა უფრო მარტივია." - თქვა არველაძემ.


შეგახსენებთ იმასაც, რომ შოთა არველაძემ გუშინ დიეგო მარადონას სახელისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო მატჩში ორი გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი