თემურ ქეცბაიამ შესაძლოა კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს - ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი გამოცემები ავრცელებენ.
როგორც იწერება, ქართველმა სპეციალისტმა კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრა მოითოხვა, რომელიც სავარაუდოდ პარასკევს გაიმართება.
კვიპროსული მედია ქეცბაიას შემცვლელად სოფრონის ავგუსტუსის კანდიდატურას ასახელებენ.
შეგახსენებთ, ქართველი სპეციალისტი კვიპროსის ნაკრებში თითქმის სამი წელია რაც მუშაობს და ამ დროის განმავლობაში ყველა ტურნირზე გამართული 20 შეხვედრიდან მხოლოდ 5 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა, 13 მატჩში კი დამარცხდა.