საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელთან, გიორგი ჩუბინიძესთან დაკავშირებით ბორნმუთს: ატლეტიკომ, ბენფიკამ და ბეტისმა მიმართეს - ინფორმაციას ამის თაობაზე ფეისბუქ გვერდი 90 წუთი ავრცელებს.
"90 წუთმა აქამდეც იცოდა და რამდენიმე კვირის წინ გიყვებოდათ, რომ გიორგის თვალს ატლეტიკო აქტიურად ადევნებდა, თუმცა მადრიდულ გუნდს კიდევ 2 დასახელებული კლუბი იმ განსხვავებით მიემატა, რომ დაინტერესებამ ოფიციალური სახე უკვე მიიღო.
როგორც შევიტყვეთ, გუნდების სკაუტები გიორგის სხვადასხვა მატჩებზე უშუალოდ იმყოფებოდნენ და თვალს ადევნებდნენ.
ბოლო მონაცემებით, ყველაფერი სეზონის ბოლომდე უნდა გადაწყდეს", - წერია განცხადებაში.