საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ახალ ციკლში რიგით მე-2 შეხვედრაც მოიგო. ეროვნულმა გუნდმა ალბანეთი გასვლაზე ქოჩორაშვილის ზღაპრული გოლის წყალობით 0:1 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მედიასთან კომენტარი ალბანეთის ნაკრების განაპირა მცველმა, მარიო მიტაიმ გააკეთა, რომელიც თვლის, რომ მისმა გუნდმა კარგად ითამაშა.