საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ახალ ციკლში რიგით მე-2 შეხვედრას ზეგ, 10 სექტემბერს გამართავს, მეტოქე კი ალბანეთი იქნება.
ამავე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, არმანდ დუკამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველო უძლეველი მეტოქე არ არის.
სამშაბათს ყველამ ერთად დავუჭიროთ მხარი ჩვენს ბიჭებს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც დაუძლეველი არ არის. მათ პირველი გამარჯვებით შეგვაშინეს, თუმცა ისინი მალე ტირანაში ჩამოვლენ, ჩვენ კი ჩვენს წითელ და შავ გუნდთან ერთად წარმატება უნდა გავაგრძელოთ.
- ამბობს დუკა.
ცნობისთვის, საქართველო ალბანეთს ისტორიაში ჯამურად 15-ჯერ შეხვედრილა, საიდანაც 8 ჩვენ, 3 კი მეტოქემ მოიგო.