როცა გვიმსაჯა, გავნადგურდით - ვინ იმუშავებს საქართველოს მომდევნო მატჩზე » სპორტის ხაზი

როცა გვიმსაჯა, გავნადგურდით - ვინ იმუშავებს საქართველოს მომდევნო მატჩზე

როცა გვიმსაჯა, გავნადგურდით - ვინ იმუშავებს საქართველოს მომდევნო მატჩზე
8-09-2024, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი ციკლი ჩეხეთთან გახსნა და მეტოქე გამანადგურებელი სხვაობით, 4:1 დაამარცხა.

რაც შეეხება მომავალ მატჩს, ჩვენი გუნდი მას ალბანეთთან ზეგ, 10 სექტემბერს ტირანაში გამართავს და შეეცდება, რომ ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდეს.

სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ალბანეთისა და საქართველოს პრინციპულ დაპირისპირებას ბელგიური ბრიგადა მოემსახურება, მთავარი მსაჯი კი ერიკ ლამბრეხტსი იქნება, რომელსაც ჩვენი თამაში აქამდე ერთხელ უკვე განუსჯია.

ლამბრეხტსი საქართველოსა და ნიდერლანდების ამხანაგურ მატჩზე მუშაობდა, რომელიც ჯვაროსნებმა დიდი სხვაობით, 3:0 წააგეს.

იმედი დავიტოვოთ, რომ ბელგიელისა და ქართველების გადაკვეთა ამ შემთხვევაში გაცილებით პოზიტიური იქნება, ვიდრე ეს 2021 წელს იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი