თურქული გამოცემა Fotomaç-ის ინფორმაციით, ტრაბზონსპორის ახალ მთავარ მწვრთნელს, შენოლ გიუნეშს გუნდში შოთა არველაძის ხილვა სურს.
ადგილობრივი ჟურნალისტი იუნუს ემრე სელი წერს, რომ ქართველი სპეციალისტი დიდი ალბათობით თურქულ გუნდში სპორტული დირექტორის პოსტს დაიკავებს.
როგორც იწერება, 11 სექტემბერს, ტრაბზონსპორის ახალი მთავარი მწვრთნელის წარდგენას შოთა არველაძეც დაესწრება, შემდეგ კი საკითხზე ბოლო დეტალებს გაივლიან.
ჯერჯერობით ინფორმაციას სხვა გამოცემები არ ადასტურებენ და არც თავად შოთას გაუკეთებია თურქეთში შესაძლო დაბრუნებაზე კომენატრი.
ცნობისთვის, შოთა არველაძე ტრაბზონსპორის ღირსებას 1993-97 წლებში იცავდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 94 შეხვედრაში თავის გამოჩენა 61 გოლთ მოახერხა.