VIDEO: "ჩეხები აწი უფრო თავდაჯერებულად წააგებენ" - ქოჩორაშვილის მამის კომენტარი » სპორტის ხაზი

VIDEO: "ჩეხები აწი უფრო თავდაჯერებულად წააგებენ" - ქოჩორაშვილის მამის კომენტარი

VIDEO: "ჩეხები აწი უფრო თავდაჯერებულად წააგებენ" - ქოჩორაშვილის მამის კომენტარი
8-09-2024, 13:37
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. თბილისში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში, გიორგი ქოჩორაშვილის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა მოგებული შეხვედრა შეაფასა.

"ვულოცავ მთელს საქართველოს დღევანდელ გამარჯვებას. 1:1-ზე (ევროპის ჩემპიონატზე) ფიქრობდნენ, რომ ბიჭებმა კარგად ითამაშეს და არ გაუმართლათ. დღეს კი ფაქტიურად ჩეხებმა პასუხი მიიღეს, რომ საქართველოს ნაკრებს შეუძლია 4:1 მოუგოს მათ და ეჭვი არ მეპარება, მომავალში ძალიან ბევრ ნაკრებს მოვუგებთ.

ჩეხები შეეგუებიან იმ ფაქტს, რომ წაგება მოსალოდნელია და მომავალში უფრო თავდაჯერებულები წააგებენ
", - განაცხადა ქოჩორაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი