"ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით", - არჩილ ბერიძის კომენტარი სამგურალთან მომხდარ ინციდენტზე » სპორტის ხაზი

"ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით", - არჩილ ბერიძის კომენტარი სამგურალთან მომხდარ ინციდენტზე

"ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით", - არჩილ ბერიძის კომენტარი სამგურალთან მომხდარ ინციდენტზე
14-11-2022, 20:24
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში, ბათუმის დინამოსა და წყალტუბოს სამგურალს შორის მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

ფეხბურთის ფედერაციისთვის მიუღებელია ძალადობისის ნებისმიერი ფორმა, რაც მატჩის დასრულების შემდეგ გამოვლინდა სტადიონის ტრიბუნებსა და მოედანზე. მათ შორის, მსაჯზე თავდასხმა, მოედანზე შევარდნა, ფიზიკური შეურაცხყოფა, ვანდალიზმი და სხვა.

სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილვევლი კომიტეტი, მომხდარს როგორც ოფიციალური პირების მოხსენების, ისე არსებული კადრებისა და ფაქტების საფუძველზე გამოიძიებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ინციდენტში ჩართული ყველა პირის მიმართ.

აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი europop-თან საბურისას, დინამო ბათუმის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემაც გააკეთა და გულშემატკივრებს მოუბოდიშა:

"მსურს, ბოდიში მოვუხადო გულშემატკივარს მომხდარის გამო. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს ფეხბურთის ფედერაცის სადისციპლინო და დავების განმხილვევლი კომიტეტი, ჩვენ დავემორჩილებით. ფეხბურთი ემოციური სპორტია, ჩვენ ყველას, მით უმეტეს ხელმძღვანელებს, გვმართებს ემოციების მოთოკვა და თავშეკავება.

მინდა კიდევ ერთხელ მოვუბოდიშო ბათუმის დინამოს ქომაგს, რადგანაც საბოლოო ვედრიქტი, დიდი ალბათობით, მათზე ცუდად აისახება.
ქომაგში დაგროვდა უარყოფითი ენერგია. ეს იყო ამ ენერგიის ამოფეთქვის პრეცენდენტი. ამის მიზეზი კი საკუთარ თავებში უნდა ვეძებოთ. ჩვენ შევიკრიბებით, გავაანალიზებთ მომხდარს, გამოვიტანთ დასკვნებს და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გუნდს მომავალში გამოადგება
", - განაცხადა არჩილ ბერიძემ europo-თან საუბრისას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი